- თოვლი
- ზამთრით ჰაერში გაყინული და შთამოცვივნული ცვარი წვიმის მაგიერ (ფსალ. 50, 8 და 148, 8), снег. რა შემოდგომის სიცივე ღამით ცუარსა დილისასა შეათოვებს, ვითარმე მიწათა გათეთრებადმდე, ეწოდების თრთვილი, უკეთუ დასთოვოს ტერფადმდე, არს ფიფქი და უმეტესი მისი - თოვლი. წვიმანარევი არს თოვლშხაპი. თოვლიანსა ნისლსა ეწოდება ბუერი; ხეთა ზედა შეყინულსა ბუერსა - ჭირხლი და უკეთუ შთამოცვივნული თოვლი დადგეს ხეთა ზედა, არს ქურხლი და ხურხლი. ქართა სასტიკთა თანა მონათოვსა ეწოდება ბუქი და სადა ქარმან შეაგროვოს - ნანქერი. თოვლსა შემაგრებულსა ყინვითა - ბზარი და მცირესა ფიფქსა შებზარულსა - არხილი. რა მზემან შეალბოს - ლეღმა, რა აჭრელდეს - ლილო. უკეთუ თოვლთა სიმრავლე, მთათა ზედა ვერღარა დატევნილი, მზის სითბოსაგან მოიმზულეს - ზვავი და გაზაფხულ თოვლის ნადენს წყალს - ლანქერი და ფშატალა.
Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.